მედია: უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება
15/02/2024 19:14:56 მსოფლიო
უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება, - იუწყება The Moscow Times.
მისი ინფორმაციით, უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს.
გამოცემის ცნობით, რომ უზბეკეთი რუსეთში ე.წ. “პარალელური იმპორტის” ერთ-ერთი ჰაბი და რუსეთის მოქალაქეებისთვის „საბარათე ტურიზმის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს უზბეკეთმა 300 ათასი რუსი მიიღო, რომელთაგან 60-მა ათასმა საბანკო ანგარიშები გახსნა.


