16-02-2024 11:20:04 პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ წევი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ, „ლელოს“ ამოცანა და მიზნები უცვლელი რჩება".
"ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ შესაძლოა, მათთვის მტკივნეული და ძალიან უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ, დიახ, მათი პარტიის ხელმძღვანელი არის „რუსი ოლიგარქი“, ასე მოიხსენიებს მას ევროპარლამენტი და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ აწუხებთ ის, რომ ჩვენ მის მომავალს მოსკოვში ვხედავთ მინდა ვუთხრა, რომ მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია და იქიდან არასდროს და ვერასდროს გამოვიდა. [...] ვფიქრობ, რომ ძალიან არაადეკვატური მცდელობები აქვს ახლა “ქართულ ოცნებას”, რომ ყურადღება სადღაც სხვაგან გადაიტანოს. პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ამ ქვეყანას მართავს “რუსი ოლიგარქი”. “ლელოს” ამოცანა და მიზნები, რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, უცვლელი რჩება. ის, რომ რუსული ხელისუფლება გავუშვათ და ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაზეც “ლელო” ინტენსიურად მუშაობს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.