Accentnews.ge
კირბი: ავდეევკას რუსული ჯარების კონტროლ ქვეშ გადასვლა ემუქრება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვები ეწურებათ

კირბი: ავდეევკას რუსული ჯარების კონტროლ ქვეშ გადასვლა ემუქრება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვები ეწურებათ

16/02/2024 07:42:45 მსოფლიო

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში კრიტიკული ვითარება.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, ქალაქს რუსული ძალების კონტროლს ქვეშ გადასვლა ემუქრება.

„აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ავდეევკაში წარმოუდგენლად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ცნობებს კრიტიკული სიტუაციის შესახებ – რუსები პოზიციებზე ზეწოლას ყოველდღიურად აგრძელებენ. ავდეევკას რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრის საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

კირბის თქმით, ეს დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ უკრაინელ სამხედროებს საარტილერიო საბრძოლო მასალა უმთავრდებათ.

„რუსეთი წვევამდელებს ტალღებად გზავნის უკრაინის პოზიციებზე თავდასხმისთვის. .იმის გამო, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია კანონპროექტი, ჩვენ არ შეგვიძლია, უკრაინელებს გავუგზავნოთ რაკეტები, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსეთის თავდასხმების შესაჩერებლად. რუსული ჯარები უკვე უახლოვდებიან უკრაინულ სანგრებს თავად ავდეევკაში“, - განაცხადა კირბიმ.

თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია, კონგრესმა დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დახმარება.

„აუცილებელია კონგრესმა დაამტკიცოს კანონპროექტი ზედმეტი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ აშშ-ის კონგრესის შემდგომი გაჭიანურების გამო ის, რაც ახლა ავდეევკაში ხდება, შეიძლება მოხდეს ფრონტის სხვა სექტორებში.

მანამდე The Washington Post-მა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ „დროის საკითხია“ როდის დაიკარგება ავდეევკა.

პრორუსული ტელეგრამ– არხები იუწყებიან, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაკარგეს კონტროლი ქალაქში რიგ პოზიციებზე. ამტკიცებენ, რომ რუსეთის ჯარებმა ავდეევკას მთავარი შესასვლელი დაიკავეს.

15 თებერვალს DeepState-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსული ჯარები დაწინაურდნენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე ცალკეულმა თავდასხმის ბრიგადამ 15 თებერვალს დაადასტურა, რომ ისინი სასწრაფოდ გადაანაწილეს ავდეევკას რაიონში უკრაინული ჯარების გასაძლიერებლად.

14 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ, ავდეევკის და კუპიანსკის მიმართულებით პოზიციების მონახულების შემდეგ, აცნობა "უკიდურესად რთული და დაძაბული" ოპერატიული ვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ ძალისხმევას და აქვთ რიცხობრივი უპირატესობა ამ ტერიტორიებზე.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქი ავდეევკა რჩება რუსეთის თავდასხმების მთავარ სამიზნედ. დაზვერვის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა განალაგეს დამატებითი ძალები ავდეევკას მიმართულებით, რამაც გაზარდა ზეწოლა უკრაინის პოზიციებზე ქალაქის ირგვლივ.

რუსული ჯარები ავდეევკას მახლობლად 2023 წლის ოქტომბერში გააქტიურდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S