Accentnews.ge
თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა რუსების ანგარიშების დახურვა დაიწყო

თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა რუსების ანგარიშების დახურვა დაიწყო

16/02/2024 08:05:57 მსოფლიო

თურქულმა DenizBank-მა, რომელიც აქტივების თვალსაზრისით ქვეყნის ათეულში შედის, დაიწყო რუსული წარმოშობის მომხმარებლების მასობრივი შემოწმება, რის შედეგადაც ზოგიერთ რუსს ანგარიშები დაუხურეს. ამის შესახებ ჯერ სოციალურ ქსელებში დაწერეს პირებმა, რომელთაც ბანკიდან შეტყობინებები მიიღეს, ხოლო შემდეგ დაუდასტურეს RBC-ს შუამავლებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსებს თურქულ ბანკებში ბარათების გახსნაში.

იუწყებიან, რომ მანამდე აღნიშნულ ბანკს რუსებისადმი ტრადიციულად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს მმხმარებლებისგან სასწრაფოდ მოითხოვა ბინადრობის ნებართვა ან თურქული პასპორტი, ასევე დადასტურება თურქეთში ყოფნის, მაგალითად, კომუნალური გადახდებით.

მომხმარებლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობდნენ თურქეთის ფარგლებს გარეთ, ბანკმა დარჩენილი თანხების გატანა და ანგარიშების დახურვა მოსთხოვა.

მსგავსი გამოცდილების მქონე ერთ–ერთი მომხმარებელი ყვება, რომ შემოწმება შეეხო რუს მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ აქტიური ანგარიშები: წერილები ბანკიდან თებერვლის დასაწყისიდან მიიღეს მათ, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ბანკის ბარათებს და აქვს მნიშვნელოვანი დეპოზიტები. ოფიციალურად ბანკს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ადგილობრივი მენეჯერები "ზემოდან მიღებულ ინსტრუქციებზე" მიუთითებენ.

DenizBank არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ბანკიდან თურქეთში, რომელმაც რუსებისთვის გახსნა ანგარიშები ბინადრობის ნებართვის გარეშე, – იხსენებს RBC. თუმცა, 2024 წლის დასაწყისიდან ბანკის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა: რუსეთიდან ახალ მომხმარებლებს უარს ეუბნებიან შემთხვევების 95%-ში, ამბობს საბანკო შუამავალი სერგეი ოვსიანიკოვი, რომელიც ეხმარებოდა რუსებს ანგარიშების გახსნაში.

იუწყებიან, რომ ბანკთან პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ხაზინამ სანქციები გამკაცრდა და საკრედიტო ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში მკაცრი ზომებით დაემუქრა "რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მხარდასაჭერად" ოპერაციების განხორციელებისთვის. მალევე, თურქულმა ბანკებმა დაიწყეს რუსეთიდან გადახდების მასიური დაბლოკვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S