Accentnews.ge
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე  ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ

16/02/2024 08:14:21 საზოგადოება, რეკლამა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში. საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან დღემდე 42%ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებების მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S