Accentnews.ge
პისტორიუსი: გერმანიამ უკრაინისთვის €100 მილიონის სამხედრო დახმარების გაგზავნა დაიწყო

პისტორიუსი: გერმანიამ უკრაინისთვის €100 მილიონის სამხედრო დახმარების გაგზავნა დაიწყო

16/02/2024 09:44:57 მსოფლიო

უკრაინამ გერმანიიდან 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის მიღება დაიწყო, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო აღჭურვილობას და დრონების რაკეტებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენა ბრეიერმა გასულ კვირას, უკრაინაში ვიზიტის დროს გამოაცხადა.

პაკეტში, სხვა შეიარაღებასთან ერთად, შედის ნაღმების საწინააღმდეგო მანქანები (MRV), ბომბები მცირე დრონებისთვის, 77 მძიმე ამწევი სატვირთო მანქანა MULTI 1A1, სამედიცინო აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილების ნაკრები სხვადასხვა იარაღისთვის.

"ეს იარაღი უკვე ადგილზეა ან მალე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ექნება. მინისტრის თქმით, ომის მესამე წელს მიწოდება და შეკეთება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ადრე," - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

ამასთან, გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა 14 თებერვალს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის "შესაძლებლობების კოალიციის" შექმნაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S