ზელენსკი: რუსეთს სხვების პატივისცემა უნდა ვასწავლოთ, უნდა ვაიძულოთ, ეძებოს გზა მშვიდობისაკენ და ეს შესაძლებელია
16/02/2024 10:23:03 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რუსეთს სხვების პატივისცემა ასწავლონ.
„უკრაინას არასოდეს სურდა ომი. რუსეთის არაპროვოცირებული და კრიმინალური აგრესია არის ადამიანის სულის ბოროტი ნაწილის ანარეკლი, რომელიც იბრძვის დომინირებისთვის, ეზიზღება სიცოცხლე და ვერაფერი ისწავლა ისტორიიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო გამოფენის „გზაჯვარედინი: შვედეთისა და უკრაინის 1000 წლის ერთობლივი ისტორია“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები და ალიანსები, რათა მათ შეძლონ სიცოცხლის დაცვა როგორც თანამედროვე ეპოქაში, ასევე მომავალში"..
"ჩვენ უნდა ვასწავლოთ რუსეთს სხვების პატივისცემა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის ეძებოს გზა მშვიდობისაკენ. და ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


