მედია: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არქიტექტორი თეთრ სახლში ბრუნდება
16/02/2024 11:29:49 მსოფლიო
ყოფილი მთავარი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დალიპ სინგჰი, რომელიც უკრაინაში სეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არქიტექტორი იყო, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უბრუნდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მოელიან, რომ ის იმუშავებს მთელ რიგ ინიციატივებზე, მათ შორის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაზე, მსოფლიო ბანკის რეფორმაში დახმარებაზე, გლობალურ სამხრეთში პრობლემების მოგვარებაზე, ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ამერიკული ალტერნატივის გაფართოებასა და ოპონენტებთან დასაპირისპირებლად ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე,– აღნიშნავს გამოცემა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სინგმა ცენტრალური როლი შეასრულა აშშ-ის მცდელობებში, ჩაეხსნა რუსეთი გლობალური ფინანსური სისტემიდან.
ის ასევე ცნობილია ციფრული აქტივების რეგულირების წახალისებით და აღნიშნავდა, რომ კრიპტოვალუტები ეხმარებიან რუსეთს აშშ-ის სანქციების გავლენისგან თავის არიდებაში.
მან დატოვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოჯახური მიზეზების გამო 2022 წლის ბოლოს და მიიღო მთავარი გლობალური ეკონომისტის თანამდებობა PGIM Fixed Income-ში, აქტივების მართვის კომპანიაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის, შეერთებული შტატების და მათი მოკავშირეების ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, რომლებსაც სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავისთვის ამზადებენ.


