მასობრივი მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ბრეივიკმა, რომელიც სახელმწიფოს ციხეში არსებული პირობების გამო უჩიოდა, სასამართლო დავა წააგო
16/02/2024 11:31:46 მსოფლიო
მასობრივი მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ანდერს ბრეივიკმა, რომელიც სახელმწიფოს ციხეში არსებული პირობების გამო უჩიოდა, სასამართლო დავა წააგო.
ულტრამემარჯვენე ფანატიკოსმა 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. იგი მას შემდეგ სასჯელს საიზოლაციო საპატიმროში იხდის
სასამართლოზე ბრეივიკს ცრემლები წამოუვიდა. მან თქვა, რომ ჩადენილს ნანობს, იზოლაციაში ცხოვრება კი „კოშმარულია“ და ყოველდღე ფიქრობს თვითმკვლელობაზე. თუმცა, როგორც ფსიქოლოგმა დაადგინა, ბრეივიკი არც დეპრესიაში იმყოფება და არც სუიციდური ფიქრები აწუხებს
ანდერს ბრეივიკს ნორვეგიული კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი, 21 წელი აქვს მისჯილი. თუმცა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმის გათვალისწინებით, თუ ის საზოგადოებისთვის საფრთხედ ჩაითვლება.


