Accentnews.ge
ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

16/02/2024 11:36:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 თებერვალს გერმანიაში ჩავიდა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის „ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება“.

„გერმანიასა და საფრანგეთში პარტნიორებთან შეხვედრები, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინისთვის, ისევე როგორც ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამართლიანი უკრაინული პირობებით და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა. ის მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. 17 თებერვალს ზელენსკი ისაუბრებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ სცენაზე და ასევე გამართავს რიგ ორმხრივ შეხვედრებს მის ფარგლებში. ცნობილია, რომ ზელენსკის ვიზიტის დროს პარიზში ხელი მოეწერება უკრაინასა და საფრანგეთს შორის შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S