აზერბაიჯანმა ავღანეთის დედაქალაქში საელჩო გახსნა
16/02/2024 12:03:24 მსოფლიო
აზერბაიჯანმა ოფიციალურად გახსნა საელჩო ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.
აზერბაიჯანის ელჩმა ავღანეთში ილჰამ მამედოვმა "თალიბანის" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს ამირ ხან მუთაქის მისიის გახსნის შესახებ ოფიციალური წერილი წარუდგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ამას უწოდა "ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი განვითარება".
იუწყებიან, რომ შეხვედრაზე განიხილეს "თალიბანის" ავღანეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყება, ეკონომიკური თანამშრომლობა „სხვა ბერი რამ“.
2021 წლის 13 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს ავღანეთში რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ, ხოლო 2021 წლის ივლისში ილჰამ მამედოვი დანიშნა ამ ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. როგორც TASS აღნიშნავს, ქაბულში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის 1994 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 27 წლის შემდეგ მიიღეს.
თალიბებმა ძალაუფლება ავღანეთში 2021 წლის აგვისტოში იგდეს ხელთ.


