Accentnews.ge
NYT: რუსეთმა უკრაინაში 300 ათასი სამხედრო დაკარგა

NYT: რუსეთმა უკრაინაში 300 ათასი სამხედრო დაკარგა

16/02/2024 12:29:28 მსოფლიო

უკრაინის ომში დაახლოებით 60 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა ოთხჯერ მეტი. დანაკარგების საერთო რაოდენობა დაახლოებით 300 ათასი ადამიანია. ამის შესახებ The New York Times პენტაგონის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამავდროულად, "მედიაზონას" და BBC-ს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ღია წყაროებში არსებულ მონაცემებს ეყრდნობა, ადასტურებს 43,460 ადამიანის სიკვდილს 2024 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით.

დანაკარგების მასშტაბები და მათი გავლენა რუსული არმიის საბრძოლო ეფექტურობაზე მოწმობენ თავად დაჭრილები. მათი თქმით, რომელსაც The New York Times–ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, ცდილობენ დაჭრილები ბრძოლის ველზე რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ მათი ფიზიკური შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად. ერთ-ერთმა დაჭრილმა თავის პალატას საავადმყოფოში "კონვეიერი" უწოდა.

მანამდე გამოცემამ "ვაჟნიე ისტორიი" წერდა, რომ იანვარში რუსებმა პუტინს მისწერეს რეკორდული რაოდენობის საჩივრები სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით – დღეში საშუალოდ 30.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S