Accentnews.ge
შოლცი: გერმანია უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

შოლცი: გერმანია უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

16/02/2024 13:35:43 მსოფლიო

გერმანია უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს 1,1 მილიარდი ევროს ოდენობით. საუბარია სამრეწველო მარაგებიდან 36 დაჯავშნულ და თვითმავალ ჰაუბიცაზე, 120 ათას საბრძოლო მასალაზე, ორი Skynex–ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და რაკეტებზე IRIS-T-სთვის“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

შოლცმა დასძინა, რომ მთლიანობაში გერმანიამ გამოყო ან აიღო ვალდებულება, უკრაინას 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიოს.

გერმანია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით ევროპაში ლიდერია, ის მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.

16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" თაობაზე G7-ის დეკლარაციის გაგრძელებაა. ზელენსკის დოკუმენტს "ძლიერი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S