Accentnews.ge
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლეს ციხიდან

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლეს ციხიდან

16/02/2024 14:53:10 მსოფლიო

ჩეჩნეთში, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული ჯაბრაილ მახმუდოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

Эхо Кавказа–ს ცნობით, მახმუდოვს პატიმრობის ვადა 2025 წლის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მაგრამ მან გროზნოს შეიხ-მანსურის სასამართლოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, ხოლო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჯაბრაილ მახმუდოვი, ძმასთან, იბრაგიმთან ერთად უთვალთვალებდა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის წინა დღეს. მის მეორე ძმას, რუსტამ მახმუდოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჟურნალისტის მკვლელობისთვის.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს პოლიტკოვსკაიას საქმეზე მსჯავრდებული მეორე პირია, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა. გასული წლის ნოემბერში პუტინმა ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი შეიწყალა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და 2034 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან საპატიმროს ომში მონაწილეობით დააღწია თავი.

შეგახსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S