Accentnews.ge
ბლინკენი – ნავალნის სიკვდილზე: პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ბლინკენი – ნავალნის სიკვდილზე: პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

16/02/2024 16:14:55 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

CNN-ის ცნობით, ბლინკენმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, რომლებიც მას გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვიზიტისას ახლდნენ თან.

„10 წელზე მეტია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება - [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი დევნიდა, წამლავდა და იჭერდა ალექსეი ნავალნის და ახლა მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადდა. თუკი ეს ცნობები ზუსტია, ჩვენი გულები მის მეუღლესთან და ოჯახთან არის“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ მრავალ ქვეყნის წარმომადგენელთან ექნებათ საუბარი.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S