Accentnews.ge
გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

16/02/2024 17:05:21 მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი შეძრწუნებულია რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობებით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

გაეროს ოფისმა გაიხსენა, რომ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება 2023 წლის ზაფხულში და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა რუსეთის მხრიდან სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე.

"თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.. ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით".- წერია გაეროს განცხადებაში

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S