Accentnews.ge
შოლცი – ნავალნის სიკვდილზე: საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ რეჟიმთან გვაქვს საქმე

შოლცი – ნავალნის სიკვდილზე: საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ რეჟიმთან გვაქვს საქმე

16/02/2024 17:17:17 მსოფლიო

საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ რეჟიმთან გვაქვს საქმე, – ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონელის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობებს.

"ეს ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. უშუალოდ შევხვდი ბატონ ნავალნის აქ, ბერლინში, როდესაც გამოჯანმრთელებას ცდილობდა მოწამვლის შემდეგ. მასთან ვსაუბრობდი მამაცობაზე, რომელიც მან გამოავლინა, როდესაც გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო საკუთარ ქვეყანაში. ცალსახაა, რომ ახლა მას ეს მამაცობა სიცოცხლედ დაუჯდა.

საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ რეჟიმთან გვაქვს საქმე. რეჟიმთან, სადაც კრიტიკოსები, დემოკრატიის დამცველები საკუთარი უსაფრთხოების, სიცოცხლის გამო შიშობენ",– თქვა შოლცმა.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S