Accentnews.ge
ბაიდენი – ნავალნის სიკვდილზე:  თავს ნუ მოიტყუებთ, პუტინია პასუხისმგებელი

ბაიდენი – ნავალნის სიკვდილზე:  თავს ნუ მოიტყუებთ, პუტინია პასუხისმგებელი

16/02/2024 18:13:15 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.

მან თქვა ისიც, რომ ცნობა არ გაკვირვებია, მაგრამ შეშფოთებულია როგორც ბევრი, მსოფლიოში

"რუსეთის ხელისუფლება მოჰყვება საკუთარ ვერსიას, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ. ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, "ნავალნი ჰქონდა ის, რაც არ აქვს პუტინს: პრინციპულობა, სიმამაცე, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა".

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა შესაფერისი დროა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S