Accentnews.ge
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, ნავალნის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, ნავალნის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს

18/02/2024 06:30:24 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში.

შეხვედრა გაიმართა მიუნხენში, სადაც ამ დღეებში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. როგორც იტალია იტყობინება, რომელიც G7-ს თავმჯდომარეობს, შეხვედრა ნავალნის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.

"მისი იდეების და თავისუფლებისთვის, ასევე რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ნავალნი ფაქტობრივად სიკვდილით დასაჯეს", - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.

ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. მისი თანამებრძოლები თვლიან, რომ ეს იყო მკვლელობა მიუხედავად იმისა, მოხდა ეს უშუალოდ, თუ ეს იყო კოლონიაში სასტიკ პირობებში ყოფნის, ან 2020 წელს მოწამვლის შედეგად.

რუსეთის და უცხოეთის არაერთ ქალაქში დემონსტრანტებმა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გამართეს. რუსეთში მოწყობილ აქციებზე დაპატიმრებულთა რაოდენობამ 350 ადამიანს მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S