უკრაინა რუსი სამხედროების მიერ ტყვეების შესაძლო დახვრეტის საქმეს იძიებს
19/02/2024 06:56:00 მსოფლიო
უკრაინა დონეცკის ოლქ ქალაქ ავდეევკაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების შესაძლო დახვრეტის საქმეს იძიებს.
გამოძიების საფუძველი გახდა ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით 18 თებერვალს გავრცელებული ცნობა, რომ ავდეევკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე დახვრიტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზირებული ბრიგადის 6 დატყვევებული სამხედრო. დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილ სამხედროებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ და ევაკუაციას ელოდნენ.
პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებული დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ვესელოესთან ორი უკრაინელი ტყვის დახვრეტის სავარაუდო ფაქტზეც.
სამხედრო ტყვეების დახოცვა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და ომის მძიმე დანაშაულად ითვლება.
უკრაინელმა სამხედროებმა ავდეევკადან გასვლა 17 თებერვალს დაიწყეს.


