Accentnews.ge
ISW: ავდეევკას დაკავების მიუხედავად, რუსეთის არმიას არ გამოუვლენია ოპერატიულად მნიშვნელოვანი მიღწევების უნარი

ISW: ავდეევკას დაკავების მიუხედავად, რუსეთის არმიას არ გამოუვლენია ოპერატიულად მნიშვნელოვანი მიღწევების უნარი

19/02/2024 07:44:17 მსოფლიო

რუსეთის მიერ ავდეევკას დაკავება ილუსტრაციაა, ​​თუ როგორ ახორციელებს რუსეთი შეტევით ოპერაციებს, რომლებიც არ ქმნიან პირობებს ფართო ოპერაციული მიღწევებისთვის, მაგრამ მაინც აიძულებს უკრაინას, გაგზავნოს პერსონალი და აღჭურვილობა თავდაცვისთვის. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.

„რუსულ ძალებს ამ დრომდე არ გამოუჩენიათ უნარი, მიაღწიონ მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას, ან განახორციელონ სწრაფი მექანიზებული მანევრი ტერიტორიის დიდ ნაწილზე და ავდიევკას აღება არ უნდა იქნას აღქმული ამ შესაძლებლობის დემონსტრირებად“, - წერენ ანალიტიკოსები.

ISW აღნიშნავს განსხვავებას ტაქტიკურ უპირატესობებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვანია ომის ტაქტიკურ დონეზე ბრძოლის ველის უშუალო სიახლოვესა და ოპერატიულ უპირატესობებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვანია ოპერატიულ დონეზე და გავლენას ახდენს მთელი ფრონტის ხაზის დიდ სექტორებზე.

ამ განსხვავების გათვალისწინებით, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ავდეევკაში შეტევა გააქტიურდა 2023 წლის ოქტომბერში, რუსეთის ჯარებმა შეძლეს 10 კილომეტრზე ნაკლები დაფარვა თავად ქალაქსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, ავდეევკა მდებარეობს დონეცკის რეგიონის საზღვრიდან თითქმის 60 კილომეტრში.

ISW-ის შეფასებით, რუსულ ჯარებს დასჭირდებათ „ვრცელი და კომპეტენტური მანევრები“ უხეში რელიეფზე, რათა მიაღწიონ რეგიონის საზღვრებს ერთ წელზე ნაკლებ დროში და მოუწევთ უფრო გამაგრებული ტერიტორიის გავლა, რათა მიაღწიონ სლავიანსკის და კრამატორსკის მიდამოებს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში.

„რუსულ ჯარებს არ უჩვენებიათ ასეთი მანევრების ჩატარების უნარი არც ავდეევკას მახლობლად და არც ფრონტის სხვა სექტორზე. რუსეთის შეტევითმა ძალისხმევამ კუპიანსკის ასაღებად შეიძლება აიძულოს უკრაინელები, გადასულიყვნენ მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე, მაგრამ რუსული ძალები რეგიონში ძირითადად მცირე ტაქტიკურ პოზიციებზე რჩებოდნენ კუპიანსკის მიმართულებით თვეების განმავლობაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსულმა არმიამ სწრაფად მიაღწიოს ორეხოვს ზაპოროჟიეს რეგიონში "გაზაფხულის გაუვალობის" გამო.

17 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაცხადა ავდეევკადან უკრაინული შენაერთების გაყვანის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S