Accentnews.ge
საფრანგეთის ახალი თაობის კამიკაძე–დრონებს უკრაინა პირველი მიიღებს

საფრანგეთის ახალი თაობის კამიკაძე–დრონებს უკრაინა პირველი მიიღებს

19/02/2024 08:03:27 მსოფლიო

საფრანგეთი უახლოეს დღეებში გადასცემს უკრაინას უახლეს კამიკაძე-დრონებს,– განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Journal du Dimanche-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი ავითარებს კამიკაძე–დრონებს და რომ, „ახლა განვითარება ექსპერიმენტულ ფაზაშია“.

„უახლოეს კვირებში უკრაინა ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ დრონებს მიიღებს. ეს ასევე იძლევა ამ ახალი თაობის აღჭურვილობის საბრძოლო ტესტირების შესაძლებლობას“, - თქვა ლეკორნუმ.

მინისტრმა დასძინა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე საფრანგეთმა 10 ათასი უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნა. მისი თქმით, 2024 წელს წვრთნებში კიდევ 7-დან 9 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე საფრანგეთმა უკრაინისთვის 2024 წლის განმავლობაში სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S