"საქართველოს ბანკი" სომხურ "ამერიაბანკს" $303.6 მილიონად ყიდულობს

19-02-2024 12:52:30 ეკონომიკა

"საქართველოს ბანკის" ცნობით, მიღწეულია წინასწარი შეთანხმება სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის "ამერიაბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვაზე.

ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია. პროცესის დასრულების შემდეგ "საქართველოს ბანკი" სომხური ბანკის სახელის შეცვლას გეგმავს.

„საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

„დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას“,- თქვა Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მედიის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით “ამერიაბანკის" აქციონერები არიან Imast Group (ყოფილი Ameria Group, აქციების 48.82% , რუბენ ვარდანიანის საკუთრებაა ) EBRD – 17,71%. აზიის განვითარების ბანკი – 13.92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები