Accentnews.ge
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებამ ისრაელი აღაშფოთა

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებამ ისრაელი აღაშფოთა

19/02/2024 09:43:49 მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა დე სილვა ისრაელმა ჰოლოკოსტის დაკნინების მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ლულამ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ომი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ ებრაელების გენოციდს შეადარა.

18 თებერვალს ბრაზილიის პრეზიდენტმა ეთიოპიის დედაქალაქში აფრიკის კავშირის 37-ე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ის, რაც ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის მიმართ ხდება, ისტორიაში სხვა პარალელი არ აქვს, გარდა იმისა, როდესაც ჰიტლერმა ებრაელების მოკვლა გადაწყვიტა".

ლულას გამოსვლის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელში ბრაზილიის ელჩს დაიბარებდნენ, რათა ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებების გამო ოფიციალურად ესაყვედურათ.

მოგვიანებით მომხდარს X-ზე ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა:

"ისრაელის ჰიტლერთან და ნაცისტების ჰოლოკოსტთან შედარება წითელი ხაზის გადაკვეთაა", – დაწერა მან და დასძინა, რომ "ისრაელი საკუთარი თავდაცვისთვის და უსაფრთხო მომავლისთვის სრულ გამარჯვებამდე იბრძვის და ამას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აკეთებს".

"ჰამასმა" ბრაზილიის პრეზიდენტს მადლობას გადაუხადა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ლულას განცხადების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S