უკრაინის სარდლობა: ღამით რუსული ძალები წარუმატებლად უტევდნენ ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს
19/02/2024 09:54:11 მსოფლიო
რუსული არმია უკრაინის პოზიციებისკენ წინსვლას 19 თებერვლის ღამეს ცდილობდა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „დასავლეთი“ ორშაბათს დილით. სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების შეტევა ჩაიშალა.
„ღამით რუსებმა შეტევის გამეორება და ჩვენი პოზიციების შტურმი სცადეს. მტრის ყველა ქმედება წარუმატებელია. განადგურდა ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10-ჯერ წარუმატებლად სცადა შეტევა უკრაინის პოზიციებზე რაბოტინოს მახლობლად, ზაპოროჟიეს რეგიონში.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს ანგარიშში ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე უგზოობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის არმიამ სწრაფად მიაღწიოს ორეხოვამდე ზაპოროჟიეს რეგიონში.


