Accentnews.ge
ფაშინიანი: უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია

ფაშინიანი: უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია

19/02/2024 10:38:44 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ, ამეჯრად მიუნხენში გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში და მან უკრაინელებს "მეგობარი ხალხი" უწოდა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების, რომლებმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვეს, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი ალმა-ატას დეკლარაციაა.

მისი თქმით, სომხეთი იღებს ალმა-ატას დეკლარაციას, რომელიც მიიღეს, კერძოდ, რუსეთმა და უკრაინამ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ ბელოვეჟის შეთანხმებით რუსეთმა, უკრაინამ და ბელარუსმა გადაწყვიტეს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ისინი გახდებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და აღიარებენ ერთმანეთის საზღვრებს.

„მე უკვე ვთქვი, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. მე ეს პირველად ორი წლის წინ ვთქვი და ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენთ. უკრაინელი ერი ჩვენთვის მეგობრული ხალხია“, - შეაჯამა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში სომხეთმა პირველად გადასცა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, რასაც მოსკოვში უკმაყოფილება მოჰყვა. შედგა ფაშინიანის მეუღლის ვიზიტიც. არც ეს გარემოება დარჩენიათ კრემლში უყურადღებოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S