
ავტომობილების გაყვანის გამო იანვარში ყირგიზეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა
19/02/2024 10:40:24 ეკონომიკა
საქართველოდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობის გამო მიმდინარე წლის იანვარში მთავარი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14,8%–ით - 1573,9 მლნ აშშ დოლარიდან 1341,3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამავე პერიოდში 180 %–ით 46.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელი, საიდანაც $45 მილიონზე მეტი ავტომობილების ექსპორტს, უფრო კონკრეტულად კი რეექსპორტს ეკავა.
ავტოექსპორტში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, საქართველოდან ავტომობილების გატანა მნიშვნელოვნად გაზარდა ყირგიზეთში, ქვეყანაში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათას დოლარს მცირედით აღემატება.