Accentnews.ge
"არ მეშინია, ნურც თქვენ შეგეშინდებათ!" – ნავალნია ამბობს, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს

"არ მეშინია, ნურც თქვენ შეგეშინდებათ!" – ნავალნია ამბობს, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს

19/02/2024 11:01:41 მსოფლიო

რუსი პოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ ქმრის სიკვდილის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა ჩაწერა სახელწოდებით, "მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს".

"იბრძოლე და არ დანებდე, მე არ მეშინია და შენც არაფრის არ უნდა შეგეშინდეს", - ამბობს იულია.

„მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი. ეს ვიდეო არ უნდა გადამეღო. ჩემს ადგილას სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინმა მოკლა. სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა, წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი. [...]

„ჩვენ ვიცით, რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი სამი დღის წინ. ამის შესახებ მალე მოგიყვებით. აუცილებლად გავარკვევთ, ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ ვინაობას და ვაჩვენებთ სახეებს. მაგრამ მთავარი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ალექსეისთვის და საკუთარი თავისთვის, არის ბრძოლის გაგრძელება".

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს. კოლონიაში უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს - მორგში განაცხადეს, რომ ცხედარი მათთან არ არის.

„ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.

„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო", – აცხადებს ექიმი.

მისი ინფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს:

"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S