Accentnews.ge
ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

19/02/2024 11:18:17 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.

„დღეს ბერლინში შედგება შესაბამისი შეხვედრა რუსეთის ელჩთან. გერმანია ცალსახად მოითხოვს რუსეთში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ყველა პირის განთავისუფლებას. შოკის მომგვრელია ფაქტი, რომ რუსეთში იჭერენ ადამიანებს ალექსეი ნავალნის სიკვდილის ხსოვნის აღსანიშნავად ყვავილების დადების გამო", - აცხადებენ გერმანიის საგარეო უწყებაში.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავითარებს თრომბის ვერსიას.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S