Accentnews.ge
ლიეტუვა: რუსეთმა შესაძლოა, მოულოდნელად შეუტიოს NATO–ს

ლიეტუვა: რუსეთმა შესაძლოა, მოულოდნელად შეუტიოს NATO–ს

19/02/2024 11:52:39 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი შეიძლება, მოულოდნელად დაესხას თავდასხმა ნატო–ს ქვეყნებს. ამის შესახებ მინისტრმა ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დაგვრჩა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთს უკრაინელები შეაჩერებენ, გერმანიიდან ან ლიეტუვადან შორს, ათასობით კილომეტრში. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ 400 ათასი ჯარისკაცის მობილიზება. ისინი აწარმოებენ ახალ ტანკებს და ახალ იარაღს. ჩვენ გვყავს ძალიან აგრესიული მეზობელი, რომელსაც აქვს განზრახვა, გამოსცადოს ნატო. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დასავლეთი არ უნდა დაელოდოს "მეორე პერლ-ჰარბორს" (1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ აშშ–ის წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, ჰავაიზე. თავდასხმის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება).

„ჩვენ ვერ დაველოდებით, ვიდრე ყველა ევროპულ ქვეყანას რეალურად არ დაესხმება თავს რუსეთი - სამხრეთით, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ასეთი შესაძლებლობა. მთელი ჩვენი უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია - თუ ლიეტუვას საფრთხე ემუქრება, მაშინ ანალოგიური ვიტარებაა ევროპის სხვა ნაწილებშიც. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ვიტარების გათვალიწინებით, მან მოუწოდა დასავლეთს უკრაინის სამხედრო მზარდაჭერის გაძლიერებისკენ, მათ შორის, Taurus–ის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტებით.

"უკრაინას სჭირდება Taurus სტრატეგიული მიზეზებისთვის, რათა მოიპოვოს უპირატესობა რუსეთზე. ასე, რომ გერმანიას აქვს წარმოუდგენელი აღჭურვილობა, რომელიც მას შეუძლია უკრაინას მიაწოდოს", - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S