Accentnews.ge
უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღესტნელი პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღესტნელი პოლკოვნიკი მოკლეს

19/02/2024 13:44:12 კავკასია

წარმოშობით დაღესტნელი, რუსეთის მე-18 არმიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი მაგომედალი მაგომეჟანოვი უკრაინის ომში მიღებული ჭრილობის შედეგად ანექსირებულ სევასტოპოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დაღესტნის რუტულსკის რაიონის სოფელ ხლუტში დაკრძალეს.

მაგომეჟანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა და დაღესტნის საზოგადოებრივი პალატამ განაცხადეს გაავრცელეს. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ მაგომეჟანოვი ადრე მსახურობდა 77-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურად კასპიის ფლოტილის 177-ე ცალკეულ საზღვაო პოლკში.

მედიისთვის უკრაინაში მოკლული დაღესტნელიდან 875-მდე პირის ვინაობაა ცნობილი. საერთო ჯამში, 18 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინაში მოკლული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, 6319–ს მიაღწია. საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მედიამ ღია წყაროების მეშვებოთ შეძლო, რეალური მაჩვენებელი კი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S