ურსულა ფონ დერ ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას გეგმავს
19/02/2024 13:46:31 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს.
მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა.
"აბსოლუტურად შეგნებულ და გააზრებულ გადაწყვეტილებას ვიღებ. მინდა, ჩემი კანდიდატურა მეორე ვადით წარვადგინო", – განაცხადა მან.
იგი ევროკომისიის ხელმძღვანელის "პოსტზე" 2019 წლის ივნისში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებით დაინიშნა. იგი ამ თანამდებობას 2019 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს. ევროკომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის შემდეგი ვადა 2024 წლის დეკემბრიდან 2029 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.


