ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია
19/02/2024 15:00:03 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის სექტორში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.
„მე თქვენი მჯერა. ჯანმრთელობას გისურვებთ. საკუთარ თავებსა და თქვენს კოლეგებს გაუფრთხილდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გამარჯვებას გისურვებთ“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს.
ცნობისთვის: 2022 წელს რუსებმა ქალაქ კუპიანკის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით იგი უკრაინულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს.


