ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
19/02/2024 16:02:59 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უნდა განვითარდეს ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში იმ პერიოდში, როდესაც კრიტიკული გამოწვევებია.
ამის შესახებ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ამასთან, „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური მილსადენი) სიმძლავრის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანა ქვეყნების პრიორიტეტებს შორისაა", – განაცხადა ერდოღანმა.


