ერდოღანმა ალიევს სომხეთთან დაძაბულობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
19/02/2024 18:30:11 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერდოღანმა აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს სომხეთთან დაძაბულობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
როგორც მან ანკარაში სტუმრად მყოფ ალიაევს განუცხადა, "თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია".
13 თებერვალს ერევანმა განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის შურისძიების ოპერაციას სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა". თავის მხრივ,12 თებერვალს ბაქომ აღნიშნა, რომ "სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა".
სასაზღვრო მიდამოებში შეიარაღებული ინციდენტები ორ ქვეყანას, რომლებსაც ჯერაც არ აქვს სახელმწიფო საზღვრები დელიმიტირებული, წარსულში ხშირად ჰქონია, თუმცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ დაკავების შემდეგ ეს პირველი შეიარაღებული ინციდენტი იყო.


