სიიატრო: "უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს"
19/02/2024 19:21:11 მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიატროს განცხადებით, უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რიგით მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს.
"უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რადგან მომზადების ეტაპზე შესაძლებელი იყო ყველა პუნქტის ამოღება, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს", - განაცხადა სიიატრომ.
მანამდე, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტის დაბლოკვას გეგმავდა.


