რუსეთის ბრიანსკის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
20/02/2024 06:14:41 მსოფლიო
რუსეთის ბრიანსკის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
"რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბრიანსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ირწმუნებისნ რუსეთის თავდასცის სამინისტორში.
ამასთან, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება და ნგრევა არ მომხდარა.


