Accentnews.ge
კანადის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას ასობით დრონს მივაწვდით

კანადის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას ასობით დრონს მივაწვდით

20/02/2024 06:21:33 მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრ ბილ ბლერის განცხადებით, ქვეყანა უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გააგზავნის.

მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

"დრონებს შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ პარტიას უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S