Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც რუსული ვერტმფრენი გაიტაცა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც რუსული ვერტმფრენი გაიტაცა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს

20/02/2024 06:53:37 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა ინფორმაცია ესპანეთში რუსი პილოტის მაქსიმ კუზმინოვის სიკვდილის თაობაზე. საუბარია პილოტზე, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში უკრაინაში გაიქცა Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით და იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი",–განუცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა RBC-უკრაინას. თუმცა მას სიკვდილის მიზეზზე არ უსაუბრია.

უკრაინაში აცხადებენ, რომ მფრინავმა თავად მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება.

მანამდე ესპანური მედია წერდა, რომ 13 თებერვალს, ქალაქ ლა ვილაჰოიოსაში აღმოაჩინეს უკრაინის 33 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი ჭრილობა ჰქონდა. მოკლულის ვინაობა არ დასახელებულა.

გამოცემა Insider აღნიშნავს, რომ პილოტის მკვლელობის პუბლიკაცია თავდაპირველად კრემლის პროპაგანდისტულმა TASS-მა 19 თებერვალს ესპანურ მედიაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. სინამდვილეში, ესპანურ მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ ყოფილა და სიახლეების პირველადი წყარო იყო ტელეგრამ–არხი Eureka News - ეს არის "Z-ბლოგერის" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიხაილ ზვინჩუკის არხი, ავტორი არხისა "Rybar". გარდა ამისა, შეტყობინება გამოქვეყნდა პრორუსულ გამოცემა tercerainformacion.es-ში, სადაც კუზმინოვს სიუჟეტის ტექსტში „მოღალატეს“ უწოდებენ. ვებგვერდი მთლიანად ეძღვნება ანტიუკრაინულ პროპაგანდას.

იტალიურმა პორტალმა Il Corrispondente-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც წყაროს დაზუსტების გარეშე აცხადებდნენ, რომ მაქსიმ კუზმინოვი 13 თებერვალს მოკლეს ესპანეთის პროვინცია ალიკანტეს ქალაქ ვილახოიოზაში. ამასთან, მასალაში ნათქვამია, რომ პილოტის გარდაცვალების შესახებ მანამდე ესპანურმა მედიამ, კერძოდ ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა ABC-ის სიუჟეტი 33 წლის უკრაინელის მკვლელობის გამოძიებას ეხებოდა. ამავდროულად, Il Corrispondente-ის ტექსტში კუზმინოვს ასევე უწოდებენ "მოღალატეს".

2023 წლის აგვისტოში რუსული Mi-8 ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინაში გაფრინდა და მალე უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ სააგენტომ დაარწმუნა რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინი, გაფრენილიყო უკრაინაში და ჩაებარებინა შვეულმფრენი. ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ბუდანოვის თქმით, მათი დახმარებით კუზმინოვის ყველა ნათესავმა ოპერაციის დაწყებამდე მოახერხა რუსეთის უსაფრთხოდ დატოვება.

2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ყოფილი GRU) ოფიცრებმა ტელეკომპანია „როსსია 1“-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S