Accentnews.ge
ისრაელმა პირველად დაასახელა რაფაზე შესაძლო შეტევის თარიღი

ისრაელმა პირველად დაასახელა რაფაზე შესაძლო შეტევის თარიღი

20/02/2024 07:07:40 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი შესთავაზა, რომელიც მოუწოდებს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისკენ. როგორც Reuters-ის შეტყობინებიდან ირკვევა, რომელიც ორშაბათს გვიან გამოქვეყნდა, შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ისრაელის მოახლოებულ სახმელეთო შეტევას ქალაქ რაფაზე, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში.

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა გააფრთხილა, რომ თუ "ჰამასი" არ გაათავისუფლებს მძევლებს, ისრაელი 10 მარტს დაიწყებს სამხედრო ოპერაციას რაფაში. ისრაელმა პირველად დაასახელა რაფაში ოპერაციის კონკრეტული თარიღი, – აღნიშნავს BBC. ამჟამად ამ ქალაქს მილიონნახევარი პალესტინელი აფარებს თავს.

ეგვიპტის ხელისუფლება სასწრაფოდ აღმართავს დამატებით ბარიერებს პალესტინის ანკლავის საზღვარზე, ადგილობრივი მოსახლეობის ეგვიპტეში შეჭრის მცდელობის პრევენციისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს უსაფრთხოების სრულ კონტროლს იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორზე. ნეთანიაჰუს თქმით, ამ პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S