
2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 12 035 ერთეული შემთხვევა შეადგინა
20/02/2024 07:42:21 საზოგადოება, რეკლამა
2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 12 035 ერთეული შემთხვევა შეადგინა.
ბიუროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 562 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა; ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 224 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული დასისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 8 530 მოქალაქეს; 2023 წლის დეკემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 886 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3 503 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.