Accentnews.ge
ერდოღანი: იმედი გვაქვს, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები არ განმეორდება, მნიშვნელოვანია,"შესაძლებლობების ფანჯარა" არ დაიხუროს

ერდოღანი: იმედი გვაქვს, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები არ განმეორდება, მნიშვნელოვანია,"შესაძლებლობების ფანჯარა" არ დაიხუროს

20/02/2024 07:52:30 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ თუ ასეთი ხელშეკრულება დაიდება, ეს რეგიონს მოუტანს მშვიდობას.

"ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი იმედის, მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის წყარო იქნება ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში",– აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ყარაბაღის შემდეგ "შესაძლებლობის ფანჯარა" გაიხსნა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისთვის და სომხეთს ამის გამოყენებისკენ მოუწოდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფანჯარა არ დაიხუროს".

ამასთან, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სასაზღვრო ინციდენტები აღარ მოხდება:

"იმედი გვაქვს, მცირე ხნის წინ მომხდარი ინციდენტები ორი ქვეყნის საზღვარზე აღარ განმეორდება".

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თებერვალში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S