Accentnews.ge
ლავროვი კუბას შემდეგ ვენესუელაში ჩავიდა

ლავროვი კუბას შემდეგ ვენესუელაში ჩავიდა

20/02/2024 07:58:34 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა.

როგორც დაანონსდა, ის კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან ივან გილ პინტოსთან გამართავს მოლაპარაკებებს. შესაძლოა, შეხვდეს ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროსაც.

"სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებს და ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს",– წერს რუსული მედია.

მანამდე ნიკოლას მადურომ თქვა, რომ ლავროვი მას ვლადიმირ პუტინისგან "მნიშვნელოვან გზავნილს" გადასცემს.

ვენესუელაში ჩასვლამდე სერგეი ლავროვი კუბაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S