Accentnews.ge
ორბანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ორბანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე საჯაროდ პირველად გამოჩნდა

20/02/2024 08:29:48 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის სკანდალის და პოლიტიკური კრიზისის ფონზე პირველად გამოჩნდა საჯაროდ.

მან პრეზიდენტის გადადგომას "უნგრეთისთვის კოშმარი უწოდა:

„კატალინ ნოვაკის გადადგომა სწორი იყო, თუმცა უნგრეთისთვის დიდ დანაკლის წარმოადგენს. მოხდა ის, რაც ამ ვითარებაში უნდა მომხდარიყო. კარგი ადამიანები ცუდ გასაწყვეტილებებს იღებენ“.

10 თებერვალს კატალინ ნოვაკმა, მოზარდებზე სექსუალურ ძალდობაში მსჯავრდებული ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მოადგილის შეწყალების გამო, პრეზიდენტის პოსტი დატოვა. კერძოდ, მან შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იმიტომ იხდიდა, რომ არასრულწლოვნებს აიძულებდა საჯარო ბავშვთა თავშესაფრის დირექტორის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება უკან წაეღოთ.

კრიტიკის ქარცეცხლში ნოვაკის გარდა, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი იუდით ვარგაც მოექცა, რომელიც შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა. მან საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კატალინ ნოვაკისა და იუდით ვარგას გადადგომის შემდეგ, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათმა გადადგომამ პრემიერ-მინისტრი შესაძლო სკანდალისგან და პოლიტიკური ძალაუფლების შერყევისგან იხსნა.

„დემოკრატიულმა კოალიციამ“, უნგრეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, კატალინ ნოვაკის მემკვიდრის მმართველი პარტიის მიერ დანიშვნის ნაცვლად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S