ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს
20/02/2024 08:29:08 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს.
„დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების - მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.


