ლიეტუვის პრემიერი: მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა
20/02/2024 08:32:35 მსოფლიო
რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება ევროკავშირისა და ნატო–ს გადაწყვეტილებებში. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადავცეთ ეს გზავნილი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
„დღეს უკრაინა პატივს მიაგებს "ზეციური ასეულს“ - ღირსების რევოლუციის გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს დემოკრატიული უკრაინისა და ერის უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.
მისი თქმით, 10 წლის შემდეგ უკრაინის გზავნილი იგივე რჩება: რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის ხალხის გადაწყვეტილებებზე.
„რუსეთს არც ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში აქვს სიტყვის უფლება. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადმოვცეთ ეს გზავნილი“, - წერს ლიეტუვის პრემიერი სოციალურ ქსელში.


