Accentnews.ge
ISW: ავდეევკას შემდეგ რუსეთის ჯარებს ოპერატიული პაუზის აღება ან ძალების გადასროლა მოუწევთ

ISW: ავდეევკას შემდეგ რუსეთის ჯარებს ოპერატიული პაუზის აღება ან ძალების გადასროლა მოუწევთ

20/02/2024 08:54:24 მსოფლიო

ავდეევკას მიმართულებით მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაციების განხორციელებამდე, რუსეთის ჯარებს სავარაუდოდ, მოუწევთ ოპერატიული პაუზის აღება ან ამ მიმართულებით დამატებითი ძალების გადაყვანა, აღნიშნავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

„რუსულ ძალებს შესაძლოა, მოუწიონ ოპერატიული პაუზის შენარჩუნება ავდეევკას მიმართულებით მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაციების განახლებამდე, ან ფრონტის სხვა სექტორებიდან დამატებითი ძალების გადასროლა ავადეევკასთან ოპერაციების კულმინაციის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებს აქვთ რეზერვები მსგავსი გამაგრებისთვის, მაგრამ ამჟამად ინსტიტუტის ექსპერტებს არ შეუმჩნეიათ რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსული სარდლობა მათ ავდეევკაში გადაიყვანს.

ამავდროულად ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ილია იევლაშმა განაცხადა, რომ ავდეევკას აღების შემდეგ, რუსულ ძალებს შეუძლიათ გადაჯგუფება და ძალების სხვა მიმართულებით გადასროლა – ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთით კუპიანსკის რაიონი ან სხვა მიმართულება.

მაგრამ ISW-ს ჯერ არ დაუფიქსირებია მსგავსი გადაჯგუფების ნიშნები.

17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაცხადა ავდეევკადან უკრაინული შენაერთების გაყვანის შესახებ. 19 თებერვალს ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიის" მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ახალ თავდაცვით ხაზზე გამაგრდნენ.

რუსული ჯარები ავდეევკას მახლობლად 2023 წლის ოქტომბერში გააქტიურდნენ. ოქტომბრის ბოლოს ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა 2023 წელს დონეცკის ოლქის ავდეევკაზე თავდასხმის დროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S