
დაღესტნელი ბლოგერი ალიბეკოვი ყაზანში დააკავეს
20/02/2024 11:07:29 კავკასია
ყაზანში პოლიციამ YouTube არხის „ველური მედესანტე“ ავტორი, ყოფილი სამხედრო ასხაბალი ალიბეკოვი დააკავა, იუწყება OVD-Info ბლოგერის ცოლზე დაყრდნობით.
დაკავებამდე ალიბეკოვი მატარებლიდან იძულებით ჩაიყვანეს. დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.
2022 წლის სექტემბერში რუსეთში ალიბეკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანტისაომარი ვიდეოების მომზადების გამო. მანამდე ის ორჯერ მისცეს პასუხისგებაში ადმინისტრაციული მუხლით ჯარის „დისკრედიტაციისთვის“. ბლოგერს მიესაჯა წელიწადი და ორი თვე. 2023 წლის ნოემბერში ალიბეკოვი ციხიდან გაათავისუფლეს.
50 წლის ალიბეკოვი დაღესტნის სოფელ სერგოყალას მკვიდრია. ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში იგი შეუერთდა რუსეთის შინაგანი ჯარების სპეცრაზმის სადაზვერვო სამსახურს და სულ ცხრა თვე გაატარა საბრძოლო ზონაში. შემდეგ მსახურობდა სტავროპოლში. მასზე მედიამ პირველად დაწერა 2007 წელს ქალაქის გარეუბანში მომხდარ მასობრივ ჩხუბთან დაკავშირებით, როდესავ ჩეჩენი სტუდენტები დაზარალდნენ: გილანი ათაევი დაიღუპა, ზაურბეკ ახმატოვი პოლიციელმა დაჭრა. მაშინ ალიბეკოვი მხარს უჭერდა ამ დანაშაულების გამოძიებას და მოითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასჯას.
2018 წლის თებერვალში, ნოვოროსიისკის შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე მსახურებისას, მან ჩაწერა ვიდეო პუტინისადმი ხისტი მიმართვით, სადაც მკაცრად აკრიტიკებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სისტემას და ურჩევს პუტინს „შეშვებოდა რუსეთს“.