შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის, რომელიც კატერებსაც მოიცავს
20/02/2024 11:25:35 მსოფლიო
შვედეთის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულება 7.1 მილიარდი შვედური კრონია (630 მილიონი ევრო), - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს: Stridsbåt 90 კლასის სადესანტო თავდასხმის 10 კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა იარაღს, საზენიტო სისტემებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ხელყუმბარებს, „კარლ გუსტავის“ ყუმბარმტყორცნებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სასწრაფო დახმარების მანქანებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვედეთმა უკრაინას საერთო ჯამში, 30 მილიარდ შვედურ კრონზე მეტი ღირებულების დახმარება გადასცა.


