Accentnews.ge
მედია: გერმანია ამზადებს გეგმას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გადასაცემად

მედია: გერმანია ამზადებს გეგმას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გადასაცემად

20/02/2024 11:31:01 მსოფლიო

გერმანიის სამთავრობო კოალიციურმა პარტიებმა მოამზადეს უკრაინის შეიარაღების წინადადება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს შორი დისტანციის სისტემების მიწოდებას, მაგრამ Taurus ფრთოსანი რაკეტები ინიციატივაში არ არის ნახსენები. ამის შესახებ გერმანული მედია წერს, მათ შორის, Bild.

ინფორმაციის თანახმად, კოალიციამ მოამზადა ჯერ კიდევ არასაჯარო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს კიევისთვის მეტი საბრძოლო მასალის, ტექნიკის და იარაღის სისტემების მიწოდებას. ბუნდესტაგმა წინადადებას ამ კვირაში უნდა უყაროს კენჭი.

მედია აღნიშნავს, რომ Taurus–ის ფრთოსანი რაკეტები პროექტში პირდაპირ არ არის ნახსენები. თუმცა, საუბარია „შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, რათა უკრაინამ (...) განახორციელოს მიზნობრივი დარტყმები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც მდებარეობს აგრესორის ზურგში".

გერმანიის სამთავრობო კოალიცია დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს უნდა შეეძლოთ თავდასხმა სამხედრო საწყობებზე ან მიწოდების მარშრუტებზე, მტრის ზურგში. ამგვარად უკრაინის ჯარები უკეთ იქნებიან დაცული.

აღსანიშნავია, რომ Taurus–ს შეუძლია მიაღწიოს სამიზნეებს 500 კმ-ზე მეტ მანძილზე. უკრაინისთვის იარაღის გარდა, წინადადება ასევე ითვალისწინებს ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S